1.1 მოცემული სალიცენზიო შეთანხმება (შემდგომში შეთანხმება) წარმოადგენს საჯარო ოფერტას და მოქმედებს პროგრამული პროდუქტის "OKAY CMS" მომხმარებელს (შემდგომში მომხმარებელი) და ი.მ. ვიტალი ვლადოვს (შემდგომში დეველოპერი) შორის.
1.2 პროდუქტის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით შეთანხმების მოცემული პირობებს. არდათანხმების შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს დეველოპერის მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე და არ გამოიყენოს პროდუქტი OKAY CMS.
1.3 პროდუქტი შეიცავს კომპონენტებს, რომლებზეც არ ვრცელდება მოცემული შეთანხმება. ეს პროდუქტები თავისუფლად ვრცელდება თავისი ლიცენზიების შესაბამისად. ეს კომპონენტებია:
2.1 პროდუქტი - კომპიუტერული პროგრამა "OKAY CMS", (სახ. რეგისტრაცია №64240) რომელიც განკუთვნილია ვებ-საიტების სამართავად. 2.2 პროდუქტის ეკზემპლარი - პროგრამა "OKAY CMS"-ის ასლი, რომელიც შეიცავს ფაილებს პროგრამული კოდით და მისი გამოყენების დოკუმენტაციას კომენტარების სახით პროგრამულ კოდში. 2.3 საიტი - მონაცემთა ბაზისა და პროდუქტის ერთი ეკზემპლარის ერთობლიობა. 2.4 დამატებები პროდუქტისთვის - დამატებითი პროგრამული კოდი, რომელიც საგრძნობლად აფართოვებს პროდუქტის ფუნქციონალს. 2.5 შაბლონი პროდუქტისთვის - პროგრამული ფაილების კრებული, რომელიც ცვლის საიტის ვიზუალურ მხარეს და ურთიერთობს სამომხმარებლო ელემენტებთან. 2.6 სალიცენზიო გასაღები - სიმბოლოების თანმიმდევრობა, რომელიც საშუალებას იძლევა შემდგომში გამოიყენოთ პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე სატესტო პერიოდის დასრულების შემდეგ.
3.1 შეთანხმების საგნად ითვლება პროდუქტის "OKAY CMS"-ის ერთი ეკზემპლარის გამოყენებას, რომელიც მოგეწოდებათ დეველოპერის მიერ იმ პირობების შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს მოცემული შეთანხმება. 3.2 შეთანხმება არ იძლევა საკუთრების უფლებას პროდუქტზე და მის დამატებებზე, არამედ იძლევა უფლებას მის გამოყენებაზე მოცემული შეთანხმების პირობების შესაბამისად. 3.3 მომხმარებელი არის პასუხისმგებელი პროდუქტის ტექნიკური მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც საჭიროა მისი ინსტალაციისა და მუშაობისთვის. 3.4 პროდუქტის სრული ვერსიის შეძენისას, მომხმარებელი ადასტურებს პროდუქტის უფასო ან/და ფასიანი ვერსიის სრულ ეფექტურობას არჩეული ჰოსტინგ პროვაიდერის ვებ-სერვერზე და პროდუქტის სრულ ტექნიკურ თავსებადობას. 3.5 მომხმარებელი თანახმაა, რომ არცერთი სისტემა არ არის დაცული გაუთვალისწინებელი ხარვეზებისგან. 3.6 შეთანხმებასთან სრული თანხმობა ნიშნავს პროდუქტის ფაილების ჩამოტვირთვას და მის განთავსებას მომხმარებლის მიერ შერჩეული ჰოსტინგ პროვაიდერის ვებ-სერვერზე.
4.1 პროდუქტი "OKAY CMS" წარმოადგენს ი.მ. ვიტალი ვლადოვის ინტელექტუალურ საკუთრებას. 4.2 "OKAY CMS" პროდუქტის ყველა საკუთრებისა და საავტორო უფლებებით სარგებლობს იურიდიული პირი ი.მ. ვიტალი ვლადოვი, დოკუმენტაციისა და პროგრამული კოდის ჩათვლით. 4.3 პროდუქტი დაცულია უკრაინის კანონით "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ", აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 4.4 საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ყველა კანონიერი ქმედება, რომელსაც ითვალისწინებს უკრაინისა და საქართველოს კანონმდებლობა. 4.5 საავტორო უფლებების დარღვევათ ითვლება დეველოპერის შესახებ ინფორმაციის წაშლას ადმინისტრატორის პანელიდან და პროგრამის ფაილებიდან, აგრეთვე პროდუქტის გასაღებას როგორც საკუთარი პროდუქტის ანაზღაურების მიღების მიზნით.
5.1 აკრძალულია საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის წაშლა ადმინისტრატორის პანელიდან და პროდუქტის ფაილებიდან. მაღაზიაში გამოყენებული ლოგოტიპის შეცვლა OKAY CMS-ის სიმბოლიკით ნებადართულია. 5.2 მოცემული შეთანხმება უფლებას იძლევა პროდუქტის ეკზემპლარის ინსტალაციას მომხმარებლის ვებ-სერვერზე. 5.3 მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს პროდუქტის უფასო ვერსია, ისარგებლოს ეკზემპლარების განუსაზღვრელი რაოდენობით მოცემული შეთანხმების საფუძველზე. 5.4 პროდუქტის უფასო ვერსიის მომხმარებელი ვალდებულია შექმნას ბმული "OKAY CMS"-ის დეველოპერის საიტზე შაბლონის კოდში და იგი უნდა ჩანდეს საიტის ყველა გვერდზე, უნდა იყოს მოქმედი და არ უნდა იყოს დაცული საძიებო სისტემების ინდექსაციისგან. 5.5 ლიცენზიური გასაღების მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს დეველოპერის საიტზე გადასასვლელი ბმული. 5.6 მომხმარებელს უფლება აქვს შეიძინოს პროდუქტის ფასიანი ვერსია, რისთვისაც იგი აფორმებს შეკვეთას პროდუქტის დეველოპერის და/ან მისი ოფიციალური დილერის საიტზე. ანგარიშსწორების შემდეგ მომხმარებელი ავტომატურ რეჟიმში მიიღებს პერსონალურ 32 სიმბოლოებიან სალიცენზიო გასაღებს პროდუქტის სრული ფუნქციონალის გამოყენებისათვის. 5.7 ერთი სალიცენზიო გასაღები ესადაგება მხოლოდ ერთ დომენურ სახელს. 5.8 მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს სალიცენზიო გასაღების გადატანა სხვა დომენუ სახელზე. ამისათვის საჭიროა:
6.1 პროდუქტი განკუთვნილია როგორც საიტის მართვის სისტემა, იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იმყოფება, მისი ნაკლოვანებებითურთ, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს მისი ექპლუატაციის დროს. მომხმარებელი ეთანხმება იმას, რომ არცერთი სისტემა არ არის დაცული გაუთვალისწინებელი ხარვეზებისგან. 6.2 დეველოპერი იძლევა გარანტიას, რომ ყველა აღმოჩენილი ხარვეზი გამოსწორებული იქნება პროდუქტის შემდგომ ვერსიებში. 6.3 დეველოპერი იძლევა გარანტიას გაუწიოს მომხმარებელს ტექნიკური დახმარება ტექნიკური დახმარების რეგლამენტით გათვალისწინებულ რეჟიმში. 6.4 პროდუქტის კოდის ცვლილების აღმოჩენის ან/და საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, საგარანტიო ვალდებულებები უქმდება.
7.1 მოცემული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, დეველოპერის მხრიდან ყოველგვარი ტექნიკური მხარდაჭერა ჩერდება დარღვევის აღმოფხვრამდე. ხელმეორედ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებლის საიტი შეტანილი იქნება შავ სიაში. 7.2 საავტორო უფლებების დაღვევის შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხს აგებს უკრაინისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7.3 ი.მ. ვიტალი ვლადოვი, როგორც სისტემის ავტორი და მოცემული სისტემის პარტნიორი არ გახლავთ პასუხისმგებელი მომხმარებლის ან/და სხვა გარეშე პირების წინაშე დაკავშირებული პროდუქტის გამოყენების ან არგამოყენების, მათ შორის პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანის, მოგების, ინფორმაციის ან დანაზოგის დაკარგვის, საჯარიმო სანქციების, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ან გავრცელების, კონფიდენციალობის დარღვევის, აგრეთვე სხვა ქონებრივი ან სხვა სახის დანაკარგების, თუნდაც წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში ასეთი ზიანის ან მესამე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
8.1 ტექნიკური მხარდაჭერა ეწევა OKAY CMS-ის ყველა მომხმარებელს. ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დომენური სახელი, რომელზეც აღმოჩენილია პრობლემა. 8.2 უფასო ვერსიის მფლობელი მომხმარებლის მოთხოვნა დახმარებაზე განიხილება სრული, ფასიანი ვერსიის მფლობელი მომხმარებლების მოთხოვნების შემდეგ. 8.3 ურთიერთობა ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურთან ხდება მხოლოდ სწრაფი კავშირის ფორმის საშუალებით. 8.4 ტექნიკური მხარდაჭერის რეგლამენტში არ შედის:
9.1 პროდუქტის სალიცენზიო გასაღებზე გადახდილი თანხის დაბრუნება 7 დღის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ პროდუქტის სრული ვერსიის მიღების ფაქტამდე. 9.2 უკრაინისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით მომხმარებელი უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს შეკვეთილ პროდუქტზე მის მიღებამდე. პროდუქტის სრულად მიღების შემდეგ თანხის დაბრუნება შეუძლებელია, ვინაიდან მომხმარებელი ფლობს პროდუქტის გამოყენების უფლებებს, რომელიც მიეკუთვნება საავტორო უფლებების ობიექტებს და დაცულია, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები. თავის მხრივ, არაპერიოდული გამოცემები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაბამისად განეკუთვნებიან არასამრეწველო პროდუქტების ნუსხას და/ან არ ექვემდებარებიან დაბრუნებას ან გადაცვლას. 9.3 პროდუქტის მიღების ფაქტად ითვლება მომხმარებლის მიერ ჩამოტვირთული პროდუქტის სრული ვერსია და სალიცენზიო გასაღების გენერაცია. ინფორმაცია პროდუქტის ჩამოტვირთვასა და გასაღების გენერაციის შესახებ ინახება დეველოპერის სერვერზე. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაბამისად დისტანციური რეალიზაციის მეთოდი გამორიცხავს შესაძლებლობას მომხმარებლის მიერ პროდუქტის პირდაპირი გზით გაცნობას. 9.4 ამასთან დაკავშირებით, მომხმარებლის პროდუქტთან გაცნობა შესაძლებელია უანგაროდ, 30-დღიანი სადემონსტრაციო ვერსიის საშუალებით. პროდუქტის სრული ვერსიის გაყიდვა საიტზე http://okay-cms.ge არ კვალიფიცირდება როგორც დისტანციური გაყიდვის მეთოდი და არ ითვალისწინებს პროდუქტის დაბრუნებას.
10.1 დეველოპერი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები მოცემულ შეთანხმებაში. 10.2 მომხმარებლის მიერ ნებისმიერი პუნქტის შეუსრულობის შემთხვევაში, ი.მ. ვიტალი ვლადოვი უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს მოცემული შეთანხმება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე. 10.3 მოცემული შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეწყვიტოს პროდუქტის გამოყენება, სრულად წაშალოს და გააუქმოს პროდუქტის ყველა ასლი და მისი შიგთავსი. 10.4 მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს მოცემული შეთანხმება ნებისმიერ დროს. იგი ვალდებულია სრულად წაშალოს და გააუქმოს პროდუქტის ყველა ასლი და მისი შიგთავსი. 10.5 მოცემული შეთანხმება აგრეთვე ვრცელდება პროდუქტის ახალ ვერსიებზეც.