logo OkayCMS-ის ტექნიკური მხარდაჭერა

"OkayCMS"-ის ინსტალაციასთან ერთად თქვენ იღებთ კომპლექსურ მხარდაჭერას და კონსულტაციებს "OkayCMS"-ის საქართველოში ექსკლუზიური დილერის, სტუდია "Webix Solutions"-ის სპეციალისტებისგან. გთავაზობთ დაწვრილებით გაეცნოთ კონსულტაციების სახეობებს და ტექნიკური მხარდაჭერის რეგლამენტს.

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტები ახორციელებენ შემდეგ კონსულტაციებს:

  • საიტის ოპტიმალური მუშაობა ტექნიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით;
  • საიტის ადმინისტრატორის პანელში მუშაობა;
  • დამატებითი ფუნქციონალის ჩართვა სისტემაში;
  • "OkayCMS"-ის ინსტალაცია ჰოსტინგზე;
  • შაბლონებისა და დამატებების შექმნა და ინსტალაცია;
  • "OkayCMS"-ის განახლება, ბოლო, აქტუალურ ვერსიამდე.

სამუშაო რეგლამენტი:

  1. თქვენი საიტის ადმინისტრატორის პანელის განყოფილებაში "ტექნიკური მხარდაჭერა" შექმენით ახალი მიმართვა.
  2. გაუკეთეთ ფორმულირება მიმართვის სათაურს და დაწვრილებით ახსენით შექმნილი პრობლემა. ყრადღება! ყოველი მიმართვა ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურში უნდა შეიცავდეს მხოლოდ ერთ პრობლემას.
  3. თვალყური ადევნეთ თქვენს საფოსტო ყუთში შემომავალ შეტყობინებებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. შეტყობინებას აგრეთვე მიიღებთ თქვენი საიტის ადმინისტრატორის პანელშიც.

"OkayCMS"-ის ტექნიკური მხარდაჭერის სამუშაო პირობები:

  1. ყოველი საიტი, რომელიც შექმნილია OkayCMS-ის გამოყენებით სარგებლობს სპეციალისტების 30 წუთიანი ტექნიკური მხარდაჭერით.
  2. "OkayCMS PRO" ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში საიტს ერიცხება 10 საათი ტექნიკური მხარდაჭერა.
  3. ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურში ყოველი მიმართვა ჩამოაჭრის იმ დროს, რაც სპეციალისტებმა დახარჯეს თქვენი პრობლემის აღმოსაფხვრელად. მიმართვების ისტორია და კორესპონდენცია აისახება თქვენი საიტის ადმინისტრატორის პანელში.
  4. თუ თქვენ ამოგეწურათ ტექნიკური მხარდაჭერის დრო, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ ისარგებლებთ სპეციალისტების დახმარებით.
  5. ტექნიკური მხარდაჭერის დროის პაკეტები მოცემულია ქვევით:
2 საათი

25$

ეკვივალენტი ლარში

5 საათი

50$

ეკვივალენტი ლარში

10 საათი

75$

ეკვივალენტი ლარში

რა ახდენს გავლენას თქვენი პრობლემის გადაჭრის დროზე?

რათა თქვენს მოთხოვნაზე მოხდეს სწრაფი რეაგირება, რეკომენდირებულია:

  • დაწვრილებით ახსენით პრობლემა;
  • მიუთითეთ თქვენი ადმინსტრაციული პანელის წვდომის რეკვიზიტები;
  • მიუთითეთ FTP და მონაცემთა ბაზის (PHPMyAdmin) წვდომის რეკვიზიტები;
  • მიუთითეთ პროდუქტის ვერსია;
  • მიუთითეთ ის ცვლილებები, რაც თქვენ შეიტანეთ CMS-ის სტრუქტურაში.

დამატებით ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის მიერ მოთხოვნილი შეიძლება იყოს ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრების შესახებ, FTP, SSH ან ჰოსტინგ პროვაიდერის ადმინისტრატორის პანელის რეკვიზიტები.

მოთხოვნის განხილვის შეჩერება შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში:

  • თუ მომხმარებელი ვერ აწვდის სპეციალისტს მოთხოვნილ ინფორმაციას;
  • თუ მომხმარებელი ვერ აწვდის წვდომის რეკვიზიტებს (FTP, SSH, ჰოსტინგ პროვაიდერის ადმინისტრატორის პანელი);
  • პრობლემის აღწერა არასრულფასოვანია;
  • მოთხოვნაში რამოდენიმე პრობლემაა ასახული;
  • ჰოსტინგი არ შეესაბამება სისტემურ მოთხოვნებს;
  • კითხვა დასმულია არაკორექტულად და დიალოგი მიმდინარეობს არაკონსტუქციულ ფორმაში;
  • კითხვა ცილდება ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებს;
  • თუ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლისგან არ არის პასუხი.

მომსახურება, რომელსაც არ ითვალისწინებს ტექნიკური მხარდაჭერა:

  • სხვა სისტემებიდან მონაცემების გადმოტანა;
  • დამატებითი ფუნქციონალის შექმნა;
  • ვებ-დეველოპმენტი;
  • ვებ-დიზაინის შექმნა;
  • სერვერის გამართვა.

წინამდებარე მოცემულ მომსახურების მიღესათვის საჭიროა ცალკე მოლაპარაკებები და დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება!

OKAYCMS - ფართო შესაძლებლობების მქონე ინტერნეტ-მაღაზიის სამართავი სისტემაა. იგი შექმნილია SEO-სპეციალისტების მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც საშუალებას იძლევა საძიებო სისტემებში ეფექტური წინსვლისა.

ადმინისტრატორის პანელის საშუალებით თქვენ შეძლებთ სრულად მართოთ თქვენი მაღაზია, შექმნათ პროდუქციის კატეგორიები, აკონტროლოთ გაყიდვები, SEO, მარკეტინგული ხელსაწყოები და სხვა.

ადაპტიური დიზაინი, მრავალენოვანი ინტერფეისი საშუალებას იძლევა შექმნათ ნებისმიერი ტიპის მაღაზია - ტანსაცმლიდან დაწყებული ციფრული პროდუქციით დამთავრებული.

OKAYCMS - თქვენი ონლაინ ბიზნესის მოქნილი სისტემაა.

დემო ვერსიის ნახვა

მაღაზია ადმინ-პანელი

გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები?

დაგვიკავშირდით, ჩვენ სიამოვნებით ვუპასუხებთ შეკითხვებს და გაგიწევთ კონსულტაციას!